Tuesday, February 3, 2015

არწივი

ა რ წ ი ვ ი

ფრთოსანი მტაცებლების სიძლიერეს სიმბოლო - მთის არწივია, ის ჩვენი ბუნების სიამაყეა, ორას წელზე მეტია, რაც კარლ ლინემ ლათინური სახელწოდება - ოქროს არწივი უწოდა. მისი ღირსების პატივსაცემად ფრანგები და შვედები მას სამეფო არწივს ეძახიან.
მართლაც დიდებული აგებულობისა და შესახედულობისაა, ზომით არც ისე დიდია. სხეულის სიგრძე ერთ მეტრამდე აღწევს, გაშლილი ფრთების სიგანე - ორ მეტრამდე. მოკაუჭებული ბრჭყალები და მგლისფერი ნისკარტი ხანჯალივით ბასრი აქვს. მისი თვალები ნეკვერჩხალებივით ანათებენ და მის დაუნდობელ და შეუდარებელ მტაცებლობაზე მეტყველებენ. საოცარია მისი თავისუფალი ირაო ცის კამარაზე. ყველაფერი ეს აღფრთოვანებას იწვევს და არწივისადმი პატივისცემით განაწყობს ადამიანს.
გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში გვხვდება იშვიათად, მცირერიცხოვანია და უკანასკნელი მონაცემებით არ აღემატება 20 წყვილს. რაოდენობა ყველგან შემცირებულია, საერთო რიცხოვნობა დაუზუსტებელი. შედარებით მეტია შუა აზიაში, ალთაის მხარეში.
მთის არწივი მხოლოდ მაღალ მთებში ბინადრობს. საბუდრად მიუდგომელ კლდიან ადგილებს ირჩევს. ბუდე დიდი ზომისაა - დიამეტრი 2-3 მეტრია, რომლის ძირითადად ნაწილს მსხვილი ტოტებისაგან აგებენ, დანარჩენს წვრილი ტოტებითა და ყლორტებით, რომელიც შიგნიდან ბუმბულით, ბეწვით ხმელი ბალახითაა ამოფენილი.
გამრავლებას იწყებენ 4-5 წლის ასაკში. წყვილები მუდმივია და არსებობს ერთ-ერთი პარტნიორის დაღუპვამდე.. არწივი თავის საუფლოს არ სცილდება. სადაც იბადება, მთელ სიცოცხლეს იქვე ატარებს იქვე კვდება. დაწყვილება იწყება თებერვალში. თითოეულ წყვილს 2-4ვ ბუდე აქვს და მათში რიგ-რიგობით ბუდობენ, მრავალი წლის მანძილზე. მარტ-აპრილში დებს 1-დან 3-მდე მოზრდილ თეთრ მუქ ლაქებიან კვერცხს. კრუხად მხოლოდ დედალი ზის 40-45 დღე, მართვეები (თუმცა ბუდიდან გადმოფრენამდე ხშირად მხოლოდ ერთი მართვე აღწევს). შებუმბვლას მაისში იწყებენ და ივნისის ბოლოს ამთავრებენ. ფრენას 80 დღის ასაკში ცდილობენ.
მთის არწივის ნადავლი სხვადასხვაგვარია. ნადირობს შურთხზე, როჭოზე, კაკაბზე, გნოლზე, კურდღელზე, მელაზ. იტაცებს ბატკნებს. ჯიხვის, არჩვის, ნიამორის თიკნებს: ზოგჯერ მოზრდილ ცხოველებსაც ესხმის თავს. განსაკუთრებით ემტერება გადამფრენ ფრინველებს - წეროებსა და ბატებს.
ჩვენში გავრცელებულია მოარული აზრი, რომ არწივი სხვიდ მოკლულს არაფერს მიირთმევს. ამასვე ამბობს ვაჟა-ფშაველა: „მაგრამ სხვის მოკლულს არა სჭამს, ამაყი, ლაღი ჩემფერი“, თუმცა ზამთარში, როცა საკვები შემოაკლდება, მძორსაც არ ერიდება. მაგალითად შოტლანდიაში ორნითოლოგებმა გამოთვალეს, რომ ერთი არწივი წელიწადში 200 კგ. ცოცხალ ნადავლს და 50 კგ-მდე მძორს მიირთმევს.
არწივების სანადირო ტერიტორია 40 კვადრატულ კმ-მდეა. ის ძალიან ფრთხილი ფრინველია, ადამიანს ყოველთვის ერიდება და თუ ის 300 მეტრამდე მიუახლოვდა ჩუმად მიფრინავს საკუთარი ბუდიდანაც კი, ამიტომ არწივის ადამიანზე თავდასხმის ფაქტებიც გამოგონილია.

ლექსი;ვაჟა ფშაველა(ლუკა რაზიკაშვილი)
არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ემებოდა,
წადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა,
ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,
გულისპირს სისხლი სცხებოდა.
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა!

No comments:

Post a Comment